17 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ

პარტია "მოქალაქეების" ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში კვლავ მივიდნენ, ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდებიან.

როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებამ მათსა და "ქართულ ოცნებას" შორის ნდობა კიდევ უფრო გააღრმავა, დღეს კი არჩილ თალაკვაძის კაბინეტში, მისი თქმით, შესაძლოა "ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გადაწყდეს." პარტიის ლიდერის თქმით, ჯერ კიდევ დარჩა შესათანხმებელი საკითხები, რის შემდეგაც გადაწყვეტენ, შევლენ თუ არა პარლამენტში. ელისაშვილი აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა არის ერთჯერადი, თუმცა-  საარჩევნო რეფორმა "საშვილიშვილო".

"მოქალაქეების" ლიდერმა დღეს კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარეჯის საქმეზე დაკავებულების გათავისუფლება პოლიტიკური მოლაპარაკებების დამსახურებაა. 

ეს არის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მხრიდან პოლიტპატიმრებად მიჩნეული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც "მოქალაქეების" ლიდერები აღნიშნავდნენ, ეს საკითხი მათთვის პრინციპული იყო.

დღის ამბები