17 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები ვერ იქნება მოლაპარაკების ნაწილი - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ილიჩოვა-მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს არ უკავშირდება. 

მისი განცხადებით, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები ვერ იქნება მოლაპარაკების საგანი.

"განცდა შეიძლება ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარი ჰქონდეს, ამიტომ, მე ამის კომენტირებას ვერ მოვახდენ. კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები ვერ იქნება მოლაპარაკების ნაწილი, ფორმალურადაც და სამართლებრივადაც, ვინაიდან ეს არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი საკითხი. შესაბამისად, ამას მე ვერ დავუკავშირებ ვერანაირ გადაწყვეტილებას,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას "ოცნებისა" და ოპოზიციის მოლაპარაკების პროცესს უკავშირებს. 

დღის ამბები