19 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
კვების ობიექტებისთვის დაწესებული რეგულაციები ძალაში რჩება და მკაცრად გაკონტროლდება - ბექა ფერაძე

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ის რეგულაციები, რომელიც კვების ობიექტებისთვის შემუშავდა, ძალაში რჩება.

მისივე თქმით, მკაცრად გაკონტროლდება მათი ზედმიწევნით დაცვა სხვადასხვა საზედამხედველო უწყებების მიერ. 

"ჩვენ ვხვდებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ ის პროტოკოლი და დადგენილი წესი, რომელიც გასული თვეების განმავლობაში დაწესდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა თუ სხვადასხვა საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებული, რჩება ძალაში. მათი ზედმიწევნით შესრულება მკაცრად გაკონტროლდება, როგორც შრომის ინსპექციის, ასევე სხვა საზედამხედველო უწყებების მიერ,"- განაცხადა ბექა ფერაძემ. 

დღის ამბები