პარლამენტის წევრი, შალვა პაპუაშვილი "სამართლიანი არჩევნების" დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ მოსაზრება თითქოს შედეგებში გამოვლენილი დისბალანსი საერთო შედეგზე რაიმე გავლენას მოახდენდა, მცდარია.
"დადასტურდა კიდევ ერთი რამ, რომ განცხადება თითქოს უბნების 8%-ზე იყო დისბალანსი, ესეც აღმოჩნდა მცდარი. მათ შესწორების ოქმების გათვალისწინებით მათი მონაცემები დაემთხვა ცესკოს მონაცემებს ერთი. მეორე ის დასკვნა, რაც მათ ჰქონდათ გაკეთებული პირველ ნომბერს, რომ იმ ცდომილებას შეეძლო 4.1%-იანი გავლენა ექონია შედეგებზე, ეს საერთოდ მოხსნეს. თუკი შევხედავთ დეტალურად იმ განცხადებას, რომ რომელიც გამოაქვეყნა სამართლიანმა არჩევნებმა, ვნახავთ, რომ ერთადერთი რამ რაც შეეძლოთ მათ კეთილსინდისიერების შემთხვევაში განეცხადებინათ პირველ ნოემბერს იქნებოდა, რომ უბნების 3.6%-ზე იყო დისბალანსი, ვინაიდან მათი კვლევიდან ჩანს, რომ ეს არის ის პროცენტი უბნებისა, სადაც შესწორების ოქმები გაკეთდა მეორე დღეს, ანუ მათ დამკვირვებელს ფიზიკურად ვერ ექნებოდა ეს შესწორების ოქმები. რაც შეეხება სხვა შესწორების ოქმებს, ყველა შესწორების ოქმი მათ ჰქონდათ 31 ოქტომბრის ღამეს და მათ უნდა გაეთვალისწინებინათ საკუთარ დათვლაში და გამოეკოთ იმ 8%-ისთვის, მინიმუმ უნდა განეცხადებინათ, რომ არსებობდა შესწორების ოქმები," - განაცხადა განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენლებმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ, მათ შორის, უბნების რვა პროცენტზე გამოვლენილი დისბალანსების თაობაზე განცხადება გააკეთეს.
როგორც ორგანიზაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, "სამართლიანი არჩევნების" მმართველი რგოლის ცვლილების შემდეგ ორგანიზაციამ სიღრმისეულად შეისწავლა ხმების პარალელური დათვლის შერჩევაში შესული ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი და თანდართული დოკუმენტები – სულ 850 უბანი, მათ შორის 25 სპეციალური, ე.წ. COVID-უბანი და პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი სამი საარჩევნო უბანი.
"სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, ხმების პარალელური დათვლის მონაცემებით, შემაჯამებელი ოქმების რვა პროცენტში იყო მეტობა, დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა.