17 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
ბოკერიას რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ შედგება - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარტია "მოქალაქეებთან" ერთად შეხვედრის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების დღემდე გაკეთებული ნაბიჯები არამხოლოდ პარლამენტარიზმისთვის, არამედ ქვეყნისთვის დამაზიანებელია. მისივე განმარტებით, გიგა ბოკერიას რევოლუცია ქვეყანაში ვერ შედგება.

"იმ შემთხვევაში, თუ სხვა პარტიები დარწმუნდებიან, რომ მათი ის სვლები იყო მათივე პარტიებისთვის წამგებიანი, რაც დღემდე გააკეთეს და არა მხოლოდ მათი პარტიებისთვის, არამედ ცუდი და დამაზიანებელია, ზოგადად, პარლამენტარიზმისთვის, საბოლოო ჯამში ქვეყნისათვის, მათი გეგმები არარეალურია. ბოკერიას რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ შედგება, რაც არ უნდა ვალდებულება აჰკიდოს მან მოსახლეობას თავისი ჭკუით. 3%-იანი უმანდატო ლიდერის ჭკუაზე არ ივლის ეს ქვეყანა, არც  საზოგადოება და არც ამ ვალდებულებას აიკიდებს თავზე.

აქედან გამომდინარე, მეორე სვლა არის უკვე ის, რაც არის სახელმწიფოებრივად სწორი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ის პარტიები უკვე სწორად და რაციონალურად  გაყვებიან და შემოვლენ პარლამენტში, ამ შემთხვევაში, იქნება 113-ზე  გაცილებით მეტი და შესაბამის ცვლილებებსაც ვუზრუნველვყოფთ, რომ მივიღოთ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები