19 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
"გლოვერების" საპროტესტო აქცია დასრულდა - "გლოვოს" კურიერები 10 თებერვლამდე საათობრივ ბონუსს მიიღებენ

კომპანია "გლოვოსკურიერების საპროტესტო აქცია დასრულდა. სპორტის სასახლესთან შეკრებილ თანამშრომლებთან "გლოვოსკურიერების ხელმძღვანელი ლევან ჯიხვაშილი იმყოფებოდა, რომელმაც თანამშრომლებს გარკვეული დაპირებები მისცა.

ლევან ჯიხვაშვილის განმარტებით, შეთანხმება უკვე შედგა და 10 თებერვლამდე კურიერები საათობრივ ბონუსს მიიღებენ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება კი 10 თებერვალს გახდება ცნობილი.

"ხვალიდან იქნება საათობრივი ბონუსები ჩართული, რითაც შეძლებენ იმ სხვაობის გადაფარვას, რაც იყო რეალურად დანაკარგი კურიერებისთვის, ხარვეზი. შემდგომ უკვე 10 თებერვლისთვის იქნება იმ პირობებზე გავლა, რაც შეპირდნენ კურიერებს. ტექნიკური ხარვეზის გამო სავარაუდოდ მოხდა ასე, არ ვიცი ზუსტად, არკვევენ," - აცხადებს "გლოვოსკურიერების უფროსი ლევან ჯიხვაშვილი.

კურიერების განმარტებით, მათი პასუხი კომპანიის მიერ გაკეთებულ წინადადებაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც 10 თებერვალს გახდება ცნობილი.

"ჩაგვირთავენ ბონუსებს, რადგან ამ დღეების დავალიანებები აგვინაზღაურონ. 10 თებერვლამდე რაღაც კონკრეტულ დასკვნამდე მივლენ თვითონაც და შემდგომ ჩვენი პასუხი მაგის მიხედვით იქნება თუ რას გვეტყვიან 10 თებერვალს," - აცხადებს ერთ-ერთი კურიერი

შეგახსენებთ, "გლოვოს" კურიერები დამსაქმებლის იმ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, რომლის მიხედვითაც მათი ანაზღაურება მცირდება.

დღის ამბები