27 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
სავიცკისთან შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობა უფრო გაღრმავდეს - გივი მიქანაძე 

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ კახაბერ კუჭავასთან და დელეგაციის წევრ გივი მიქანაძესთან ერთად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის საკითხზე იმსჯელეს.

"შეხვედრის ფარგლებში მიმოხილული იქნა საქართველოსთან და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის კუთხე. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ ქართული დელეგაციის მონაწილეობა და ჩართულობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ძალიან ღირებული, ძალიან აქტიური, გამოკვეთილი. გამოითქვა მზაობა იმისა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გარღმავდეს, გაძლიერდეს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ.

დღის ამბები