17 ნოემბერი 2024,   12:16
ვრცლად
ავსტრიაში დაბადებული 12 წლის ქართველი გოგონას დეპორტაცია - რეზონანსული საქმე ავსტრიაში მწვავე დებატების მიზეზი გახდა

საქართველოს 12 წლის მოქალაქე დასთან და დედასთან ერთად ავსტრიიდან დაადეპორტეს. თინას დედა ავსტრიაში 2006 წელს ჩავიდა, 4 წლის შემდეგ კი პირველი შვილი - თინა შეეძინა. ქალს გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუწია და უკან 2 წლის შემდეგ დაბრუნდა. ავსტრიაში ცხოვრებისათვის საჭირო ლეგალური სტატუსი წლების განმავლობაში ოჯახმა, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერ მიიღო. საემიგრაციო სამსახურის უარის სასამართლოში არაერთი გასაჩივრების შემდეგ, ოჯახს დაატოვებინეს ქვეყანა და სახლი, სადაც 15 წელი გაატარეს.

ოჯახის დეპორტაციის გადაწყვეტილებას ავსტრიის დედაქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. თინას კლასელები საემიგრაციო სამსახურის ოფისთან შეიკრიბნენ. ადგილზე სიტუაცია ღამის 4 საათზე უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეები პოლიციამ ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

12 წლის ქართველი გოგონას და მისი ოჯახის დეპორტაციის გამო, ავსტრიულ საზოგადოებაში განახლდა დისკუსია თემაზე, რამდენად ჰუმანურია ავსტრიული კანონები, რომელიც შემთხვევებს ინდივიდუალურად არ განიხილავს. საემიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ავსტრიის პრეზიდენტი. 

ავსტრიიდან დეპორტირებული ქართველი გოგონას დაბრუნების პეტიციას 35 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, თუმცა, უცნობია, რამდენად გაითვალისწინებს ავსტრიის ხელისუფლება მოქალაქეთა ნაწილის მოთხოვნას.

დღის ამბები