საპარლამენტო არჩევნების შედეგად ბარიერი 0-დან 3%-მდე რჩება - "ღამის კურიერის" წამყვანის შეკითხვას "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური შეთანხმებაა.
"ეს არის ღია საკითხი. ასეთი არის მემორანდუმი და პოლიტიკური შეთანხმება, რომ 0%-დან 3%-მდე იქნება შეთანხმების საგანი. როდესაც უკვე მსჯელობა წავა, კანონად და კონსტიტუციურ ცვლილებად აამოქმედებს, იქ უკვე წავა, რომ შეიძლება 0% იყოს, შეიძლება 1, შეიძლება 2, ყოველ შემთხვევაში 3%-ზე მეტი არ იქნება," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი განმარტავს, რომ ჩანაწერი უშვებს შესაძლებლობას 0%-დან 3%-იანი ბარიერის, არაუმეტეს 3%-ისა. მისივე თქმით, აღნიშნული ჩანაწერი თავის დროზე მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდა.
"ეს ჩანაწერი უშვებს როგორც 0%-იან ბარიერს, ასევე 1%-იანს, 2%-იანს და 3%-იანს, არაუმეტეს 3%-ისა. ეს არის ეს ჩანაწერი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ნუ მოგვაწერთ, ეს არის ჩანაწერი, რომელიც შეთანხმდა თავის დროზე მოლაპარაკებების რაუნდზე," - აცხადებს ლევან იოსელიანი.