ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-14 სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე კოვიდ-19-ის პერიოდში არსებულ გამოწვევებზე და კრიზისის დასაძლევად გადადგმულ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამეს და მომდევნო ორი წლის სამოქმედო გეგმა წარადგინეს.
ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ შეხვედრაზე 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
"ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მიერ წარმოდგენილი იყო 2020 წელს განხორციელებული საქმეები, ასევე წარვადგინეთ 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმა. მთავარი აქცენტები იყო პანდემიის პირობებში ეკონომიკურ პრობლემებზე, გახსნის პერსპექტივებზე და ბიზნესის საჭიროებებზე. ჩვენმა წევრებმა ძალიან დაწვრილებით განიხილეს ეს საკითხები და ასევე თუ რა მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეს მთავრობას ასოციაციების მხრიდან," - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.