ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე შენობა ჩამოინგრა, ნანგრევებში 12 წლამდე ბავშვი მოჰყვა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შენობა, რომელიც ჩამოინგრა ავარიული იყო. "კურიერის" ინფორმაციით, შენობაში ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ოჯახი ცხოვრობდა, აქამდე კი ხუთი დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს მერია დაეხმარება და მათ საცხოვრებელი ფართით უზურნველყოფს.
"ეს იყო მესამე-მეოთხე კატეგორიის ნგრევადი ობიექტი, აღნიშნული ოჯახი "სოფლად სახლის" ფარგლებში მიიღებს საცხოვრებელ ფართს,"- აღნიშნა გიორგი შენგელიამ.