თბილისში მომხდარ სტიქიას ეხმიანება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. თორბიორნ იაგლანდი გავრცელებულ განცხადებაში უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. ქართველ ხალხსა და მთავრობას კი სოლიდარობა გამოუცხადა ევროპის საბჭოს წევრების სახელით.
"ეროვნული გლოვის დღეს, მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა თანაგრძნობა ქართველი ხალხის მიმართ, მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს და ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაშავებულ ადამიანებს, " – ნათქვამია განცხადებაში.