რესტორნებმა ორშაბათიდან, შესაძლოა მუშაობა თვითნებურად დაიწყონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხელისუფლება ამ სფეროსთვის დაწესებულ რეგულაციებს არ გააუქმებს.
მთავრობას მოსაფიქრებლად ვადა პირველ თებერვლამდე მისცეს. სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები საპროტესტო ლოზუნგებით კანცელარიასთან დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.
აქციას დღეს სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ შეზღუდვები არაადეკვატურია და მდგომარეობას გონივრული მენეჯმენტი სჭირდება.