17 ნოემბერი 2024,   12:18
ვრცლად
2 თებერვალს პარლამენტში კიდევ ორი ოპოზიციონერი დაიკავებს ადგილს - ამ კონფიგურაციით, მეათე მოწვევის პარლამენტში უკვე 96 დეპუტატია წარმოდგენილი

კარტოგრაფების გათავისუფლება პარლამენტში შესვლის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელეს პარტია "მოქალაქეების" ლიდერებმა.

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი სხდომათა დარბაზში საკუთარ ადგილებს 2 თებერვალს დაიკავებენ.

სწორედ ამ დღეს უნდა უყაროს კენჭი პარლამენტმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს.

"მოქალაქეების" მსგავსად, მანდატების გაუქმებაზე განცხადებები არ დაუწერია "გირჩს". იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ ელისაშვილის პოლიტიკური არჩევანის კვალდაკვალ წავიდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ გადაწყვეტილების სისწორეში, სხვა ძალების დარწმუნებასაც შეძლებს.

ახალი კონფიგურაციით, მეათე მოწვევის პარლამენტში სამი პარტიის უკვე 96 კანონმდებელია წარმოდგენილი. 51 ოპოზიციონერისთვის პოლიტიკური წამზომი ჩართულია.

2 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე პარლამენტმა მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი უნდა უყაროს.

დღის ამბები