თბილისში მომხდარი მოვლენებით დაიწყო ყოველდღიური პრეს კონფერენცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სამსახურის უფროსმა. ჯეფ რათკემ უწყების სახელით გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები მზად არის ქართველ ხალხს გვერდით დაუდგეს ქალაქის ხელახლა შენების პროცესში, საელჩოს წარმომადგენლები კი გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთვებიან.