ოჯახი 31 წლის ნიკა გაბრიაძეს ეძებს. ახალგაზრდა მამაკაცთან კონტაქტი მათ ბოლოს პირველ იანვარს ჰქონდათ. ოჯახის წევრების თქმით, მისი ძებნა მონასტრებშიც მიმდინარეობს.
ნიკა გაბრიაძის ოჯახი დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს და თხოვს, რომ რაიმე სახის ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე 592 29 29 47.