სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი კიევის შობის ტაძარში. უკრაინულ-ქართული პანაშვიდი მთავარეპისკოპოსმა აგაპიტმა და არქიმანდრიტმა კირიონ ინასარიძემ გადაიხადეს.
ცერემონიას ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის მთავრობის სხვა ქართველი მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
პანაშვიდის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
„ტრაგედია ძალიან მძიმე კვალს გვამჩნევს თოთოეულ ჩვენგანს, სადაც არ უნდა ვიყოთ. ჩვენ ვხედავთ ბოლო 2 დღეში დიდ სოლიდარობას მსოფლიოში ქართველების მიმართ, ჩვენ არ ვართ მარტო ამ ტრაგედიის პირისპირ. ეს ტრაგედია გახდა თითოეული ადამიანის გამაერთიანებელი საქართველოში და საქართველოს გარეთ. გული მიკვდება, როცა ვხედავ, თუ რა მოხდა თბილისში. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ამ ტრაგედიასაც მოიტოვებს უკან და ისე მაგრად გაიმართება წელში, როგორც არასდროს წარსულში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.