19 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
კობი-გუდაურის გზა მსუბუქი მანქანებისთვის გაიხსნა

კობი-გუდაურის გზა მსუბუქი მანქანებისთვის გახსნილია. ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები.

დაბალი ტემპერატურისა და ზვავსაშიშროების გამო 4 დღის განმავლობაში მოძრაობა შეზღუდული იყო ყველა ტიპის ავტოტრასპორტისთვის.

შეზღუდვების მოხსნა არ ეხება სატვირთოებს, რომლებიც რიგში დგანან. რამდენიმეკილომეტრიანი რიგი ნატახტარის ტერიტორიდაან იწყება და დაბა მლეთამდე გრძლდება.

გზების დეპარტამეეტი მიმოსვლის სრულად აღდგენას უახლოეს დღეებში ვარაუდობს.

დღის ამბები