კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით მეწყერი ჩამოწვა ჩუღურეთის რაიონში ჩეჩელაშვილის ქ. #74 მდებარე საცხოვრებელი სახლის უკან. საბჭოს ცნობით, სახლი მეწყერულ ზონაში მდებარეობს. სტიქიის გამო სახლში დაბზარულია კედლები.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლები. დღეს ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და სწავლობენ ვითარებას, რის შემდეგაც განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.
კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის თქმით დიდუბე-ჩუღურეთში ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ჩამოწოლილ მეწყერზე დროული რეაგირება მოხდა.
"მაცხოვრებელების გამოყვანა არ გახდა საჭირო აქ ჩატარდება პრევენციული ღონისძიებები," - აცხადებს მინდია ჯანელიძე.