19 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
858 ინფიცირებული, 580 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 259209 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 580 ინფიცირებული განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 250289 შეადგინა.

კორონავირუსისგან კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს  3208 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17271 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11459, PCR ტესტით - 5812.

დღის ამბები