გუშინ ბაგებში ჩამოწოლილი მეწყერი საფრთხეს აღარ წარმოადგენს. განცხადებას ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი აკეთებს. მინდია ჯანელიძე ამბობს, რომ ტერიტორია სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს და დღეს დილიდან ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს.
"ოპერატიულად მოხდა არსებული ვითარებაში გარკვევა, ჩატარებულია სამუშაოები. კერძო კომპანია მუშაობს მერიის მეთვალყურეობის ქვეშ. ეს ლოკაცია სრულად იქნება დამუშავებული. დაზიანებულ გზაზე ამის შემდეგ დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები," - აცხადებს ჯანელიძე.