19 მაისი 2024,   15:46
ვრცლად
ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა ეკონომიკის მინისტრს 2021 წლის კრიზისის დაძლევის სამოქმედო გეგმა გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ალიანსმა მინისტრს 2021 წლის სამოქმედო გეგმა და საქმიანობის მიმართულებები გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს პანდემიის პირობებში შექმნილი კრიზისის დაძლევის საკითხებზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, პანდემიის პირობებში ტურიზმის სფეროში შექმნილი კრიზისის დასაძლევად მთავრობა ალიანსთან თანამშრომლობით შეიმუშავებს საკანონმდებლო ბაზას

"ალიანსი მიმართულია სრულიად ტურიზმის სფეროში არა მხოლოდ მოკლევადიანი პრობლემების დასაძლევად, არამედ საშუალოვადიან გეგმებზე სამუშაოდ, სწორედ მათთან თანამშრომლობით დავხვეწთ საკანონმდებლო ბაზას,- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ

დღის ამბები