ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე გამახვილდა ყურადღება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. აქცენტი გაკეთდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ასევე ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე.
მინისტრმა პარტნიორებს 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაში მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იღებდნენ.