19 მაისი 2024,   15:17
ვრცლად
რესტორატორთა ნაწილი აცხადებს, რომ შეზღუდვების იმ სახით მოხსნა, როგორც მთავრობამ დააანონსა, მათთვის რაიმე შედეგის მომტანი არ იქნება

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ შეზღუდვების იმ სახით მოხსნა, როგორც მთავრობამ დააანონსა, მათთვის რაიმე შედეგის მომტანი არ იქნება. ისინი რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, მათ შორის არის ის, რომ ზამთრის სეზონის გათვალისწინებით გარე სივრცეებში ადამიანებს ყოფნა გაუჭირდებათ, ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვის გამო, მათ ობიექტების დახურვა ადრიანად მოუწევთ. რესტორატორებს მიაჩნიათ, რომ რეალური შეღავათი იქნებოდა, თუ მათ სტუმრების მიღება შაბათ-კვირას შეეძლებოდათ, თუმცა ეს მთავრობის რეგულაციის შესაბამისად ამ ეტაპზე შეზღუდულია.

"გარე სივრცის გახსნა, შაბათ-კვირას დაკეტვა, ეს ჩვენ არაფერს არ გვაძლევს. კარგად ვიცით, რომ ეს იყო "ტრიუკი", როგორც "მაღლა" უყვართ თქმა. ეს არის წაგება ბევრი რესტორნისთვის, დარწმუნებული ვარ ამ შანს არც გამოიყენებს ბევრი და არ გახსნის. თებერვალში გარეთ დაჯდომას აზრი არ აქვს, ვერ დაჯდება ადამიანი - ეს ერთი. 7 საათზე სახლში უნდა წავიდეს, იმიტომ რომ 9-ზე კომენდანტია- ეს მეორე. ერთადერთი შანსი, როდესაც შეიძლებოდა გარე სივრცეში დაგვეჯინა ადამიანები იქნებოდა შაბათ-კვირა," - აცხადებს რესტორატორი მერიკო გუბელაძე.

რესტორნების წარმომადგენელთა ნაწილი კი ამბობს, რომ ურჩევნიათ მოიცადონ და გაიხსნან მაქსიმალური სტაფით და მინიმალური შეზღუდვებით, ვიდრე მაქსიმალური სიმკაცრით და მინიმალური სტაფით.

 

დღის ამბები