03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
სოფელ მოხეში ერთმანეთს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ

სოფელ მოხეში, შენობაში, რომელიც ადგილობრივ მუსლიმებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. ადგილობრივები გადაწყვეტლებას ელოდებიან. სადავო შენობასთან დაკავშირებით განცხადება ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მეუფე თეოდორემ გააკეთა და განაცხადა, რომ აქ მეჩეთი არასდროს ფუნქციონირებდა.

სამცხე-ჯავახეთის მუფტი მამუკა ვაშაყმაძე კი გამგებელს კრიმინალს უწოდებს, ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე კი პასუხისმგებლობას საპატრიაქროს აკისრებს.

სოფელ მოხეში სადაო შენობის გამო დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც მუსლიმმა მრევლმა იმ შენობის სამუშაოები გააპროტესტა, სადაც, მათი თქმით, წლების წინ მეჩეთი იყო განტავსებული.

დაპირიპირების დროს პოლიციამ 14 პირი დააკავა. გუშინ კი სამი პირი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს, 11 -ს კი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 250 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები