პრემიერ-მინისტრი ვერეს ხეობასა და ზოოპარკის ტერიტორიაზე პარკის გაშენების ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„მიმაჩნია, რომ თბილისში უნდა გაჩნდეს ადგილი, რომელიც უკვდავყოფს ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნას და გაგვახსენებს, რომ ძალა ერთობაშია! ვიცი, რომ ეს მოთხოვნა საზოგადოებასაც აქვს და ვფიქრობ, ვერეს ხეობაში და ზოოპარკის ტერიტორიაზე ასეთი პარკი უნდა გაშენდეს. ეს უნდა იყოს სოლიდარობის პარკი - ჩვენი ერთიანობის, თავდადებისა და ერთმანეთისადმი თანადგომის სიმბოლო,“ - წერს ღარიბაშვილი.