13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 19-ს მიაღწია.
როგორც კრიზისების მართვის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 19 გარდაცვლილიდან 17 იდენტიფიცირებულია, ხოლო 2 ცხედრის იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ამოუცნობ ცხედრებს შორის ერთი მზიურის ტერიტორიაზეა ნაპოვნი, მეორე კი მტკვარმა გამორიყა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მონაცემები ჯერ არ შეცვლილა. 2 უცნობი ცხედრის იდენტიფიცირების შემდეგ შესაძლოა, არსებული 6 დაკარგულის რაოდენობა შემცირდეს.