17 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
დარწმუნებული ვიყავით, რომ გაყალბების შესახებ მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენდა - მამუკა მდინარაძე

პარლამენტში კიდევ ერთი ახალი ჯგუფის შექმნისთვის ემზადებიან. რამდენიმე წუთის წინ ბიუროს სხდომაზე მმართველმა გუნდმა ის ინიციატივა წარადგინა, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს.

დეპუტატებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები უნდა გამოავლინონ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს და აღნიშნავს, რომ გაყალბების შესახებ მტკიცებულებებს ვერავინ წარმოადგენს.

"დარწმუნებული ვიყავით, რომ გაყალბების შესახებ მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენდა. სერიოზული დარღვევები და ხარვეზები არ ყოფილა. იყო რაღაც სახის დარღვევები და ეს ყველა არჩევნებს ახლავს თან. მე ორი დღის წინ სპეციალურად გავმართე ბრიფინგი ამის შესახებ, პასუხი გაეცათ კითხვაზე, როგორ ხდება გადაწერა? გაყალბება ხდება თუ რა ხდება? მათ მაინც გვითხრან და წარმოგვიდგინონ არგუმენტები, როგორ ხდება ეს გაყალბება,"-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

"ცალსახა არის დღეს ყველასთვის, რომ ამ არჩევნებზე არ ყოფილა რაიმე სახის მნიშვნელოვანი დარღვევა. ამას აღიარებს ყველა უცხოელი პარტნიორი და სადამკვირვებლო კომისიების ანგარიშებსაც თუ ჩავხედავთ, ასეა. ასე რომ, რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც არჩევნებზე დარღვევას ამტკიცებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე,"-აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები