სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად თურქეთიდან მოხალისეები თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ.
თურქეთის მოქალაქეები მათ ქვეყანაში მომხდარ მიწისძვრას იხსენებენ, როცა საქართველოდან მათ დასახმარებლად საგანგებო ჯგუფი ჩავიდა.
საქართველოს მოქალაქეებს სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც აქტიურად ეხმარებიან. უკვე 2 დღეა, აფრიკიდან, ნიგერიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტები დასუფთავების სამუშაოებში დილიდან საღამომდე მონაწილეობენ.
ასობით მოხალისე სტიქიური უბედურების ზონაში შეუსვენებლად მუშაობს. უკვე ორი დღეა, "მზიურის" ტერიტორიას, მოხალისეები ასუფთავებენ.
ავტორები: თამარ ბაღაშვილი, ზვიად იგრიაშვილი, გიორგი მაისურაძე.