17 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
საგამოძიებო კომისია ინიცირებულია - სავარუდოდ, საჩივრების განხილვა ოპოზიციის გარეშე მოხდება

2020 წლის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე დაინიცირდა. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი ოპონენტებს მოუწოდებს, რომ არჩევნების შესახებ საკუთარი პრეტენზიები კომისიის ფორმატში დაამტკიცონ. უმრავლესობის წევრები არჩევნებთან დაკავშირებული ყველა იმ საჩივრის გამოთხოვისა და შესწავლის ინიციატივითაც გამოვიდნენ, რომელიც ცესკომ და სასამართლომ არ განიხილეს.

შეთავაზების მიუხედავად, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა. პოლიტიკურ სუბიექტებში ფიქრობენ, რომ არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნა ფორმალობაა. ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში უჭირთ იმის ახსნა, რომ 11 000-ზე მეტი დამკვირვებლის პირობებში, როდესაც ოქმებზე მათი წარმომადგენლების ხელმოწერებია, რატომ არ უნდათ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის მიღება. მათი თქმით, საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევების დამადასტურებელი ფაქტები მესამე სექტორის არაერთ დასკვნაში თვალსაჩინოდ ჩანს. 

კოლეგებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ "გირჩისა" და "მოქალაქის" ლიდერებს. პოლიტიკოსების თქმით, ოპოზიციურ პარტიებს, ვისაც საარჩევნო უბნებზე
ათასობით წარმომადგენელი ჰყავდა, ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც უნდა ჰქონდეს.

პარტიები საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვას არ გეგმავენ. ამბობენ, რომ მათი მიზანი, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, საარჩევნო სისტემისა და ბარიერის ცვლილებას უკავშირდება.

დღის ამბები