პრემიერ-მინისტრმა დღეს უკვე მეორედ დაადასტურა, რომ მთავრობა ვერეს ხეობაში ახალი გზის გაყვანის გამოძიებას ითხოვს იმის დასადგენად, იყო თუ არა წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული პროექტი 13 ივნისის სტიქიის ერთ-ერთი მიზეზი.
ღარიბაშვილი დასკვნის მოსამზადებლად უცხოელი ექსპერტების ჩართვასაც აპირებს.
ქალაქის მერის განცხადებით, პროკურატურას შესაბამისი დოკუმენტები უკვე გადაეგზავნა.
არსებულ ბრალდებებს გიგი უგულავა არ ეთანხმება. ამის შესახებ ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.
რა მასალები გადაეცა მთავარ პროკურატურას ან დაწყებულია თუ არა გამოძიება ვაკე- საბურთალოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ჯერ-ჯერობით უცნობია, საგამოძიებო უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.
ავტორები: ნათია მღებრიშვილი