03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
ეროვნულ გამოცდებს, შესაძლოა, ახალი საგანი დაემატოს

ეროვნულ გამოცდებს, შესაძლოა, კიდევ ერთი საგანი - სამოქალაქო განათლება დაემატოს.

ინიციატივა გამოცდების ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის, სადაც აცხადებენ, რომ ეს საგანი სასკოლო პროგრამების მიხედვით, აბიტურიენტებს გავლილი აქვთ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივაზე განათლების სამინისტრო უკვე მუშაობს. საბოლოო გადაწყვეტილება წლის ბოლოს გამოცხადდება. სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი იმ საგნების ჩამონათვალი, რომლებსაც აბიტურიენტები კონკრეტულ უნივერსიტეტებში ჩააბარებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები