20 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
დავით ნარმანია სვანიძის ქუჩაზე 4 სახლის დემონტაჟის აუცილობლობაზე საუბრობს

დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია, სვანიძის ქუჩაზე 4 სახლის დემონტაჟის აუცილებლობაზე საუბრობს.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში განაცხადა და თქვა, რომ ასეთი დასკვნა ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დაიდო.

"სვანიძის ქუჩაზე დღეს დასრულდა სახლების ლაბორატორიული შემოწმება და 4 სახლი მკვეთრად ავარიულია და დემონტაჟს ექვემდებარება. სხვა დანარჩენი სახლები მეტნაკლებად ნორმალურ მგომარეობაშია და ექვემდებარება გამაგრებას და რემონტს," - ამბობს ნარმანია.

ქალაქის მერის განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ზოოპარკის ტერიტორიაზეც და ასევე მზიურის მახლობლად ახალი მაგისტრალი სერიოზულად დაზიანებულია.

 
დღის ამბები