ქალაქის მერის მტკიცებით, ხელისუფლება ასეთ სტიქიას არ ელოდა და შესაბამისად მოსახლეობის გაფრთხილება და ევაკუაცია დროულად ვერ მოხერხდა.
ნარმანია ინფორმაციას 112-ის არაადეკვატური დახმარების თაობაზე "არასწორს" უწოდებს.
ქალაქის მერის განმარტებით, ვითარება იყო პანიკური და უამრავი ზარის გამო სამაშველო სამსახურები ვერ ასწრებდნენ ყველგან მისვლას.
ქალაქის მერი ამბობს, რომ ხელისუფლებაში კოორდინაციის პრობლემა არ ყოფილა. თუმცა, მისივე თქმით, მერიაში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წყნეთში ჩამოწოლილი მეწყერიდან გამომდინარე საჭირო იყო მოსახლეობის ევაკუაცია, არ შესულა.