"მსგავსი უბედურების თავიდან ასაცილებლად, რომელიც უკვე მესამედ მოხდა თბილისში, დამბის აშენებაა საჭირო, ამაზე სპეციალისტები გუშინ შტაბის სხდომაზე შევთანხმდით," - ეს განცხადება არჩევანში საავტომობილო მაგისტრალის სამშენებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა, პაატა ტრაპაიძემ, გააკეთა.
ტრაპაიძე აცხადებს, რომ მოსაზრებები, თითქოსდა ახალი მილები ძველზე პატარაა, სიცრუეა და ამაზე ყველა თანხმდება.
"ძალიან დიდი მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც ვერე გადაკეტა. გამონგრეულმა წყალმა სვანიძის ქუჩაზე უბედურება დაატრიალა. ამ გვირაბების ბრალიაო, რომ ამბობენ, მარტივ მაგალითს ვიტყვი, - კომუნისტების მიერ აშენებული გვირაბი 49 კვადრატული მეტრია, ჩვენი გვირაბები 50 კვადრატულ მეტრზე მეტი. რა შუაშია ეს გვირაბები? თათბირის დროს გუშინ სპეციალისტებმა აღიარეს, რომ მომავალი უბედურებისგან თავდასაცავად უნდა აშენდეს დამბა სასაფლაოების ზევით," - განაცხადა საავტომობილო მაგისტრალის სამშენებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა, პაატა ტრაპაიძემ.