კახა კალაძის განცხადებით, 524 მგზავრი შეეცადა პირბადის გარეშე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას, 3790 მგზავრს კი, მიეცა გაფრთხილება პირბადის არასწორი ტარების გამო.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების დაცვის სტატისტიკის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"საპატრულო პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა მხოლოდ ერთხელ, დაპირისპირება იყო პირბადის არგაკეთების გამო. ერთხელ კი არ დაიძრა ავტობუსი იმის გამო, რომ მგზავრი არ ემორჩილებოდა მოთხოვნებს,"- განაცხადა კახა კალაძემ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ რეგულაციები მაქსიმალურად იყოს შესრულებული, რათა ადამიანების ჯანმრთელობა იქნას დაცული.