20 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
"ვაკე-საბურთალოს გზის აშენება კომუნისტების მიერ შექმნილ გეგმაშიც იყო" - ირაკლი როსტომაშვილი

"ვაკე-საბურთალოს გზის აშენება კომუნისტების მიერ შექმნილ გეგმაშიც იყო," - ეს განცხადება თბილისის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა, ირაკლი როსტომაშვილმა, არჩევანში საუბრის დროს გააკეთა. 

როსტომაშვილის განცხადებით, გზის პროექტი ადრე უფრო განსხვავებული იყო, თუმცა ეს გზა თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამის აშენება ადრეც იგეგმებოდა. 

ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა, რომ ის გზის მშენებლობის მომხრეა. თუმცა, რეკრეაციული ზონის განადგურება სწორად არ მიაჩნია. როსტომაშვილის განცხადებით, მას არ მოსწონდა არც ის იდეა, რომ მდინარის კალაპოტზე ზევიდან გზა გაშენებულიყო. თუმცა, მისივე თქმით, სხვა გამოსავალი არ იყო. 

"მდინარე ვერეს ფართობი არის თითქმის თბილისის ტერიტორიის ხელა. ბეთანიიდან მტკვრამდე 22 კილომეტრია სწორი ხაზით და უამრავი შენაერთია. ეს არ არის უწყინარი მდინარე. სანამ ეს გზა გაკეთდებოდა, 1980-იან წლებში გავაკეთეთ კალაპოტი, მისი გამტარუნარიანობა 45 კვადრატული მეტრი, 3/15-ზე გავაკეთეთ. ეს, რაც გავაკეთეთ, მეწყერსაწინააღმდეგო ზონაა. 3 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა არის შეტანილი ამ ადგილზე მეწყერის საწინააღმეგოდ. 3 მილიონი ტონა ნაგავი რომ არ შეგვეტანა, შეიძლება ფალიაშვილი და არაყიშვილი აღარ ყოფილიყო დღეს. ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყო. თამაზ შილაკაძე საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტია. პროექტი, რომელიც ბატონმა თამაზმა გააკეთა, მე, როგორც არქიტექტორი, არ ვეთანხმები მდინარის გადახურვას უბრალოდ. სარეკრეაციო ზონას ვემხრობი. 1983 წელს საბჭოთა პროექტში ეს გზა სხვა ფორმით იყო ჩადებული და თბილისისთვის აუცილებელი იყო. გზების კეთება მარტო ერთი მონაკვეთის გაკეთებაზე არ არის," - აცხადებს თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი,  ირაკლი როსტომაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები