20 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
"უნდა მოხდეს ამ ხალხისთვის კომპენსაციის გადახდა, მიცვალებულების გადასვენება" - თბილისის ყოფილი არქიტექტორი ტერიტორიის დაცლას ითხოვს

თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, ირაკლი როსტომაშვილი, გადაცემა არჩევანში გიგი უგულავას მერობის დროს მის მიერ წარდგენილ პროექტს იხსენებს.

როსტომაშვილის თქმით, ამ პროექტის მიხედვით ვერეს ხეობიდან მოსახლეობის გასახლება უნდა მომხდარიყო, რომელზეც იყო ქალაქის მაშინდელ მერთან, გიგი უგულავასთან, მსჯელობა, თუმცა ვერ განხორციელდა. 

"იქ არაფერი არ უნდა იყოს, არც წარმოება, არც საცხოვრებელი, არც ძაღლების თავშესაფარი, არც საფლავები. უნდა მოხდეს ამ ხალხისთვის ღირსეული კომპენსაციის გადახდა, მიცვალებულების გადასვენება იმიტომ, რომ კიდევ იწვიმებს და კიდევ გაიჭედება იმ გვირაბში," - ამბობს როსტომაშვილი.

 
დღის ამბები