20 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
"ვერეს ხეობაში გზა რომ არ ყოფილიყო, მანქანებიც არ იქნებოდა და არავინ მოკვდებოდა" - ქალაქდამგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე

"ვერეს ხეობაში გზა რომ არ ყოფილიყო, მანქანებიც არ იქნებოდა და არავინ მოკვდებოდა," - ეს განცხადება ქალაქდამგეგმარებელმა, ზურაბ ბაქრაძემ, რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს გააკეთა. 

ბაქრაძე აცხადებს, რომ ვერეს ხეობაში ჯერ საბჭოთა პერიოდში აშენებულმა გვირაბებმა დაამძიმა ვითარება, შემდეგ კი ვითარება რამდენიმე წლის წინ აშენებულმა საგზაო მაგისტრალმა.

"გმირთა მოედანსა და თამარაშვილის ქუჩას შორის მაგისტრალმა ვითარება დაამძიმა. საბჭოეთის დროს გაკეთებულ წყალგამტარებმა ვითარება ხეობაში დაძაბა.  გვირაბის გაკეთება არ შეიძლებოდა. მდინარეს კალაპოტი უნდა შეუქმნა, რომლის რელიეფი ბუნებრივად მიახლოებული იქნება. ადამიანების ჩარევა შეიძლება მდინარის ქცევებიდან გამომდინარე.  ეს უბედურება არ მოხდებოდა, ეს გვირაბები და ეს გზა რომ არ ყოფილიყო. შესაბამისად, ეს გზა რომ არ ყოფილიყო, ეს უბედურება არ დატრიალდებოდა," - აცხადებს ქალაქდამგეგმარებელი, ზურაბ ბაქრაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები