გეოლოგი მერაბ ალავერდაშვილი გადაცემა არჩევანში სტიქიის მიზეზებს განმარტავს და 4 ივნისის მოვლენას იხსენებს.
მისი თქმით, 4 ივნისს მოვარდნილმა წყალმა მისი ლაბორატორია დატბორა, თუმცა მიმდინარე პროცესებით გარემოს დაცვის სამინისტრო არ დაინტერესებულა.
"მე არ ვარ მოვალე, რომ დავუკავშირდე და ვუთხრა, ჩამოყალიბდებოდა თუ არა მეწყერსაშიშროება. ეს უკვე გეოლოგების საქმეა. გარემოს დაცვის სამინისტროს ჩემთვის არც კი მოუმართავს," - ამბობს ალავერდაშვილი.
გეოლოგის მტკიცებით, ბოლო პერიოდში ნალექმა საგრძნობლად იმატა და შესაძლოა, წყალმოვარდნები კიდევ განმეორდეს.