05 სექტემბერი 2026,   00:15
ვრცლად
საბურთალოს საოლქო კომისიასთან აქციაზე დაკავებული "ლეიბორისტული პარტიის" 3 აქტივისტის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბურთალოს საოლქო კომისიასთან აქციაზე დაკავებული "ლეიბორისტული პარტიის" სამი აქტივისტის პროცესი გაიმართა, რომლებიც  ნოემბრის თვეში ხელწერილის საფუძველზე არიან გათავისუფლებული. 

ბრალდების მხარე მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებს.

საბოლოო გადაწყვეტილება 16 თებერვალს გამოცხადდება, აქტივისტების თქმით, მათ ყველაფრის მოლოდინი აქვთ, როგორც ჯარიმის, ასევე პატიმრობის. სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკური დევნაა და ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.

დღის ამბები