ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მმართველობის ხარისხი, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და უწყვეტი რეფორმები სააგენტოს აძლევს შესაძლებლობას მაღალ დონეზე შეაფასოს ეკონომიკური და საინვესტიციო, ბიზნესგარემოს მიმზიდველობის ხარისხი.
Fitch-ის შეფასებით, ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი იქნება საშუალოზე მაღალი, 4,3%-იანი ეკონომიკურ ზრდა.
"ჩვენს რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში, სხვადასხვა ქვეყანას საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი დაუქვეითდა. საქართველო არის გამონაკლისი ქვეყანა. Fitch-ის შეფასებით, ჩვენთან ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი იქნება საშუალოზე მაღალი. კერძოდ, წელს ვარაუდობენ 4,3%-ს. ნიშანდობლივია, რომ 2022 წლისთვის Fitch-ის შეფასება უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე ზოგიერთი საერთშორისო ინსტიტუტის და 5,8%-ს ვარაუდობენ მომავალ წელს. ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლება ატარებს გონივრულ, ანტი-კრიზისულ პოლიტიკას," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ანგარისში განსაკუთრებით საყურადღებოა ის ნაწილი, სადაც კომპანია წერს, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებამ გააძლიერა სარეიტინგო კომპანიის მოლოდინები.
"ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ მიუხედავად არსებული ეკონომიკური კრიზისისა, ქვეყანა ინარჩუნებს გრძელვადიან პერსპექტივას ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. საყურადღებოა ანგარიშის ერთი ნაწილი, სადაც კომპანია წერს, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებამ გააძლიერა სარეიტინგო კომპანიის მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეწყდება რეფორმების დღის წესრიგი," - აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა ლილუაშვილი.