19 მაისი 2024,   15:45
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა გამართა

სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტები განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრისას.

ყურადღება გამახვილდა წელსაც დაგეგმილ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კოორდინირებულ ღონისძიებებზე.

უწყების ინფორმაციით, სწორედ ერთობლივი ქმედების შედეგად გასულ წელს, აჭარაში მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მოსავლის რაოდენობასა და ფერმერების შემოსავალზეც აისახა.



დღის ამბები