03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
26 წლის რეიჰანე ჯაბარი თეირანის ციხეში ჩამოახრჩვეს

"ბიბისის" ცნობით, ირანში სიკვდილით დასაჯეს ქალი, რომელმაც მამაკაცი მასზე სექსუალური ძალადობის გამო მოკლა. 

მიუხედავად საერთაშორისო კამპანიისა და მოწოდებისა, შეეცვალათ 26 წლის რეიჰანე ჯაბარისთვის  სასიკვდილო განაჩენი, ის თეირანის ციხეში ჩამოახრჩვეს. 

 

რეიჰანე ჯაბარი 2007 წელს დააკავეს ირანის დაზვერვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, მორტეზა აბდოლალი სარბანდის მკვლელობისთვის.  2009 წელს თეირანის სასამართლომ 26 წლის ირანელ ქალს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 

გაერო-ს მონაცემებით, ირანში წელს 250 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. 

დღის ამბები