17 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
მე არ მგონია, რომ მოსამართლე თავს აიცილებს - ადვოკატი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, თუ ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდება და ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.

"ამ ადამიანის ღირსებაც კი არ ადარდებთ, თუნდაც რამდენიმე ადამიანის თვალში მაინც შეენარჩუნებინათ მისთვის სახე და წარმოეჩინათ როგორც მოსამართლე, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს. არაფრად არ აგდებენ, ასე ექცევა სისტემა  თავის მონას.

მე არ მგონია, რომ მოსამართლე აიცილებს თავს. მიუხედავად იმ დამცირებისა, რისი მომსწრეც დღეს დღეს გავხდით, დღევანდელ პროცესზე. მე არ ვფიქრობ, რომ ის აიცილებს. სავარაუდოდ მას არ ეყოფა პრინციპულობა ამ თვალსაზირისით. ის არ დააკმაყოფილებს აცილების შუამდგომლობას.

შსს-მ იცის კი ვერ გააკეთა, რომ ერთი საათი დაეცადა და მერე დაეწყო ღონისძიებები ნიკა მელიას დასაპატიმრებლად. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს კიდევ ერთხელ არის მოსამართლის უპატივცემლობა. ნინო ჩახნაშვილს არ სცეს პატივი, ეს ჩემთვის ისედაც ცნობილი იყო, თუ რა როლი ექნებოდა ნინო ჩახნაშვილს და არც კი ეცადნენ ამის დამალვას, რომ რეალურად გადაწყვეტილებას არ იღებს ნინო ჩახნაშვილი," - განაცხადა დიმიტრი საძგლიშვილმა.

 

დღის ამბები