ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას Twiter-ზე ეხმაურება.
სოციალურ ქსელში რებეკა ჰარმსი წერს, რომ "თბილისში ბნელი დღეა".
"საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შესახებ ეჭვები აქამდეც რამდენჯერმე გამოთქმულა სხვადასხვა საკითხის მიმართ. ოპოზიციის ლიდერის დაკავება ძალზედ მძიმე მოვლენაა. მართლაც ბნელი დღეა თბილისში,"- წერს რებეკა ჰარმსი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.