03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
სპეცრაზმელებს ჯერ ფალიაშვილზე ვეფხვი არ აღმოუჩენიათ

სპეცრაზმელებს ჯერ ფალიაშვილზე ვეფხვი არ აღმოუჩენიათ, - ამის შესახებ "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა. მისი თქმით, ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, თუმცა ჯერ მტაცებელი ცხოველი ვერ აღმოაჩინეს.

"იმ მოქალაქემ, რომელმაც შეატყობინა 112-ს, კონტაქტზე აღარ გამოსულა. ამ დრომდე მიმდინარეობს ძებნა, თუმცა ჯერ მტაცებელი ცხოველი სპეცრაზმს არ აღმოუჩენია", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

დღის ამბები