გიორგი გახარიას გადაწყვეტილების გამო, დატოვოს თანამდებობა, ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო, ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
"პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო," - აღნიშნულია განცხადებაში.
გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ნიკა მელიასთან საქმესთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობის გამო მიიღო - ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.