17 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
სამწუხაროდ ვერ მივაღწიე გუნდთან შეთანხმებას ნიკა მელიას საკითხზე, მინდა მჯეროდეს რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას - გიორგი გახარია

მინდა მჯეროდეს, რომ გადადგომის შესახებ ჩემი ნაბიჯი ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სადაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ნიკა მელიასთან საქმესთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობის გამო მიიღო.

"იქიდან გამომდინარე, რომ მე ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე თანამდებობიდან.

მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რადგანაც, დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და ჩვენ შორის დაპირისპირება არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის,"-განაცხადა პრემიერმა. 

 
 
დღის ამბები