20 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
მინდია ჯანელიძე კოორდინაციის პრობლემას უარყოფს

კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღანელი მინდია ჯანელიძე 13 ივნისის სტიქიის დროს ხელისუფლებაში კოორდინაციის პრობლემას უარყოფს, თუმცა ჟურნალისტებს შესაბამისი პირებისგან პასუხის მიღებას ურჩევს.

ჯანელიძეს განმარტებით საქართველოში 5 ათასამდე მეწყრული კერაა, და მათი აქტიურობა "ხან ღამის 3 საათზე, ხან ღამის 4 საათზე ხდება," რაც ავტომატურად არ ფიქსირდება.

"პირველი ინფორმაცია მეწყრის შესახებ მიეწოდება გარემოს დაცვის სამინისტროს. არ მგონია, რაიმე კოორდინაცია იყო დარღვეული. თუმცა თუ კონკრეტული კითხვები არსებობს, ეს მოითხოვს კონკრეტულ პასუხებს. მოითხოვეთ შესაბამისი პირებისგან პასუხი", - აცხადებს ჯანელიძე.

 
დღის ამბები